მთავარისიახლეებიევროკავშირმა უნდა დაიცვას უკრაინა მაშინაც კი, თუ აშშ შეამცირებს სამხედრო მხარდაჭერას -...

ევროკავშირმა უნდა დაიცვას უკრაინა მაშინაც კი, თუ აშშ შეამცირებს სამხედრო მხარდაჭერას – მაკრონი

Published on

“ევროკავშირმა უნდა დაიცვას უკრაინა მაშინაც კი, თუ აშშ შეამცირებს სამხედრო მხარდაჭერას”, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვედეთში, ქვეყნის პრემიერ, ულფ კრისტენსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, მსოფლიომ ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ შეუძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის გამარჯვება.

ეს ევროპისთვის ერთგვარი გამოსაცდელი და გადამწყვეტი მომენტია. ჩვენ, რაც უნდა იყოს და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს აშშ-მ, მზად უნდა ვიყოთ უკრაინის დასაცავად და მისი მხარდაჭერისთვის.

ევროპას გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ ამასთანავე უნდა დავინახოთ ფართო სურათიც. უკრაინა ევროპის კონტინენტის ნაწილია და რაც არ უნდა მოიმოქმედოს ვაშინგტონმა, ჩვენი ვალია, მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილებები უკრაინისა და მისი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

ევროპამ ნებისმიერ ფასად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეუძლებელი გახადოს რუსეთის გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თავისი უარყოფითი შედეგები ექნება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში”, – ამბობს მაკრონი.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...