მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 707-ე დღე - სად რა ხდება უკრაინაში

ომის 707-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინელები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევების მოგერიებას ავდეევკასთან და მარინკასთან, ამასთან, რუსული საოკუპაციო ძალების შეტევების გაძლიერება შეინიშნება კუპიანსკის მიმართულებითაც, თუმცა, უშუალოდ ხარკოვისთვის ჯერ ეს შეტევები საფრთხის შემცველი არ არის. უკრაინის დაზვერვაში ამბობენ, რომ ორთვიანი, განგრძობითი და უწყვეტი შეტევების მიუხედავად, ოკუპანტებმა საგრძნობ პროგრესს ვერ მიაღწიეს და ძალები, შესაძლოა, მხოლოდ გაზაფხულის დასაწყისამდე ეყოთ.

უკრაინელმა მეომრებმა გორლოვკასთან წინ წაიწიეს და ახალი პოზიციები დაიკავეს – ცნობას აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) ავრცელებს:

“დონეცკის ოლქში, ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით, საოკუპაციო ძალებმა ახალი შეტევები განახორციელეს, უკრაინელებმა კი დაკარგული პოზციები დაიბრუნეს გორლოკის ჩრდილო-დასავლეთით”, – წერენ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

რთული მდგომარეობაა ბოგდანოვკისა და ივანოვკის რაიონებში, სადაც ოკუპანტები უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ, რათა მიუახლოვდნენ კლიშევკასთან მდებარე სევერსკი დონეცის არხს. ამ მიმართულებაზე ბრძოლები გრძელდება.

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში წუხელ აფეთქებების ხმები ისმოდა – რუსეთის დედაქალაქის თავზე შავი კვამლი დადგა. აფეთქებები ელექტროსადგურებზე მოხდა.

უკრაინაში, დღე-ღამის განმავლობაში, 1000-ზე მეტი ოკუპანტია ლიკვიდირებული/მწყობრიდან გამოყვანილი.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...