მთავარისიახლეებიმსოფლიორას აპირებს ვაშინგტონი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე შეტევის საპასუხოდ?

რას აპირებს ვაშინგტონი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე შეტევის საპასუხოდ?

Published on

გამოცემა BLOOMBERG აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს:
“აშშ-ის პასუხი ირანის გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ უპრეცენდენტო იქნება. ჯო ბაიდენი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს – შეერთებული შტატები განიხილავს ირანზე სარაკეტო-საჰაერო დარტყმის შესაძლებლობას, მათ შორის ირანელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე თავდასხმას“.
შეგახსენებთ, სირია-იორდანიის საზღვართან მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 34 კი დაშავდა. შეტევა პროირანულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს, მასზე პასუხისმგებლობა კი ერაყს ისლამის დარაჯთა დაჯგუფებამ აიღო. აშშ მაშინვე დამუქრა საპასუხო ზომებით, რასაც მხარს უჭერენ სამხედრო პირები, თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. 
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მან მაშინვე განაცხადა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. 

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...