მთავარისიახლეებიირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა-"დღეს მე ვტოვებ თანამდებობას"ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა-“დღეს მე ვტოვებ თანამდებობას”ღარიბაშვილი

Published on

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“დღეს მე ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას… პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა,” – თქვა მან.

ცნობილია, რომ პრემიერის თანამდებობას “ოცნების” ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს.

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რამდენიმე საათში სამთავრობო მედიებმა “ექსკლუზიურად” დაადასტურეს და ინფორმაცია მოსალოდნელ ცვლილებებზე გაავრცელეს.

იქამდე კი “ოცნების” წევრები ტრადიციულად ყველაფერს უარყოფდნენ და “სპეკულაციებსა” და “დეზინფორმაციებს” უწოდებდნენ. მას შემდეგ კი რაც მათივე მედიებმა დაადასტურეს ცვლილებები, პოზიცია შეიცვალეს.

“მთავარის” ინფორმაციით, ღარიბაშვილი გარდა, პოსტის დასატოვებლად ემზადება მისი კაბინეტის კიდევ 5 წვერი. საკადრო ცვლილებები იგეგმება საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებში.

ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობიდან უშვებენ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც სავარაუდოდ ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. პორტფელს ტოვებს თეა წულუკიანიც. შესაძლოა თანამდებობა ვერ შეინარჩუნოს სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმაც.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...