მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოჩამჩირეში დაუდგენელმა პირებმა თურქული გემის კაპიტანი გაიტაცეს

ოჩამჩირეში დაუდგენელმა პირებმა თურქული გემის კაპიტანი გაიტაცეს

Published on

 ოჩამჩირეში დაუდგენელმა პირებმა თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი სელიმ ქაია გაიტაცეს.
ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილის სლავიკ ქუჩუბერიას თქმით , „გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:45 საათზე გემის კაპიტანი კაფედან გამოვიდა და ერთ-ერთ ადგილობრივს პორტამდე მანქანით მიყვანა სთხოვა. რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი მანქანაში ჩასხდნენ და თურქეთის მოქალაქესთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ“.
ავტომობილი გალი-ოჩამჩირის გზაზე აღმოაჩინეს.
გატაცებულს ამ დრომდე ეძებენ. საქმეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იძიებს.
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...