მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი საქმე არ არის მოითხოვს თუ არა ქართული...

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი საქმე არ არის მოითხოვს თუ არა ქართული მხარე ხელახლა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას

Published on

ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში, უკრაინაში თუ სადმე სხვაგან. პოლიტიკური თვალსაზრისით ის ნაკლებად აქტუალურია საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 
 
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს აქვს ორი მხარე – პოლიტიკური და სამართლებრივი.
 
„რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში, უკრაინაში თუ სადმე სხვაგან. პოლიტიკური თვალსაზრისით ის ნაკლებად აქტუალურია საქართველოში. 2016 წლის არჩევნებამდე და ის, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, იყო ერთგვარი საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, თუმცა 2016 წლის შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა. აქედან გამომდინარე პოლიტიკური ინტერესი ხელისუფლებას არ აქვს ამ საკითხის მიმართ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ესაა შესაბამის უწყებებს შორის განხილვის საგანი და შესაბამისი უწყებების ფორმატში იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პროცედურები“, – განაცხადა კობახიძემ. 
 
რაც შეეხება იმას, მოითხოვს თუ არა ქართული მხარე ხელახლა მის ექსტრადირებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის სამართლებრივი უწყებების საქმე და მას არ უნდა ჩაერიოს ამ საქმეში. 
 
„პოლიტიკური ინტერესი ამ საკითხის მიმართ არ არსებობს“, – დასძინა კობახიძემ.

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...