მთავარისიახლეები"მგონია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა"

“მგონია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა”

Published on

“მე არ ვიცი, რა სახის გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა მგონია, რომ პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ “მთავარ არხთან” განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში არ შეიძლება, მაღალი თანამდებობის პირი აქტიურ ბიზნეს საქმიანობაში იყოს ჩართული.

ფოტიგა ასევე ამბობს, რომ ივანიშვილს დიდი ძალაუფლება აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროპარლამენტარის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაცია ჯერ არ მომხდარა.

“მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ქართველი ხალხის ნების შესაბამისად გააკეთა. ასევე, იყო კონკრეტული გეგმა შეთანხმებული, ერთის მხრივ, ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის, თუ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა წევრობამდე. ამასთან, რადგან იყო შეშფოთება გარკვეული მიმართულებებით, მოხდა შეთანხმება ორმხრივად, რომ საქართველო რეკომენდაციებს შეასრულებდა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ნება ევროკავშირში გაწევრიანებისა არ შეცვლილა და ხელისუფლება სწორედ ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს. ევროკავშირის მოლოდინები აქ მეორეხარისხოვანია…

ჩვეულებრივ, დასავლეთის ქვეყნებში არ შეიძლება მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი აქტიურ ბიზნეს საქმიანობაში იყოს ჩართული. მე არ ვიცი, რა სახის გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, მგონია, რომ პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა. ერთის მხრივ, ეს დადებითი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ პოლიტიკაში ღიად ჩართული ადამიანი ანგარიშვალდებულია და უკეთესია, ვისაც ძალაუფლება აქვს ოფიციალური თანამდებობა ეკავოს, ვიდრე ჩრდილიდან მართავდეს ქვეყანას. თუმცა, მისი მიზნები შეიძლება განსხვავებულიც იყოს. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ასეა თუ ისე, ბიძინა ივანიშვილს დიდი ძალაუფლება აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს ნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაცია ჯერ არ მომხდარა,” – განაცხადა ფოტიგამ.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...