მთავარისიახლეებიEU მზადაა მიიღოს მკაცრი ზომები უნგრეთის წინააღმდეგ, თუ ის გააგრძელებს უკრაინის დახმარების...

EU მზადაა მიიღოს მკაცრი ზომები უნგრეთის წინააღმდეგ, თუ ის გააგრძელებს უკრაინის დახმარების დაბლოკვას

Published on

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები მზად არიან უნგრეთთან მკაცრი დაპირისპირებისთვის, თუ პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გააგრძელებს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის დაბლოკვას ევროკავშირის სამიტზე მომავალ კვირას.

ორშაბათს უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა ბლოკის წინადადებას უკრაინისთვის ახალი ფონდის შექმნის შესახებ, კრიტიკული სამხედრო დახმარების მიწოდების უფრო საიმედო გზით. მანამდე ორბანმა დახმარების პაეკტი დაბლოკა დეკემბერში გამართულ სამიტზე.

წყაროები ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრები მზად არიან მიიღონ პაკეტი უკრაინის შესახებ ბრიუსელის სამიტზე, უნგრეთის მხარდაჭერის მიუხედავად. თუ ორბანი გააგრძელებს გადაწყვეტილების დაბლოკვას, ის შეიძლება 26 ქვეყანამ მიიღოს უნგრეთის მონაწილეობის გარეშე; წყაროების თქმით, ასეთი სცენარისთვის მზადება მიმდინარეობს.

როგორც სარეზერვო ვარიანტი, განიხილება კიევში თანხების გადარიცხვის შესაძლებლობა ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის მიღმა.

Bloomberg-ის თანამოსაუბრეები ასევე აღნიშნავენ, რომ უნგრეთის მიმართ შესაძლოა შემოღებულ იქნეს სადამსჯელო ზომები – ბუდაპეშტის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევამდე.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...