მთავარისიახლეებიზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! - პრეზიდენტი

ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! – პრეზიდენტი

Published on

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლებას საგანგებო განცხადებით ეხმიანება.

“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!” – წერს პრეზიდენტი.

ხმაური და დაპირისპირება თბილისში, კეკელიძის N1-ში – ადგილზე პოლიცია და სამაშველოა მობილიზებული.
საკუთარი სახლიდან გამოსახლებას ამჯერად ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი ელოდება. იქ აღმასრულებლები ზუსტად 11:00 საათზე გამოჩნდნენ. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მისულმა ხალხმა კი სამართალდამცავებს სადარბაზოში შესასვლელი რკინის და ბინის კარი შედუღებული დაახვედრეს.

მარინა ხატიაშვილი, რომელიც 10 თვის ჩვილთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება, ამბობს, რომ მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ მათ გამოსახლებას მწვანე შუქიკერძო მევახშესთან უკანონო გარიგების სანაცვლოდ აუნთო.

სიახლეები

სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით...

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის წყვეტს

გამოცემა Saarbrücker Zeitung იუწყება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს ოფიციალურად 1975 წელს დაუძმობილდა,...

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...