მთავარისიახლეებიპოლიტიკასპეცრაზმი ,,ალფა'' იმ სასტუმროს პერიმეტრიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კუდამოძუებული წავიდა

სპეცრაზმი ,,ალფა” იმ სასტუმროს პერიმეტრიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კუდამოძუებული წავიდა

Published on

სპეცრაზმ  ,,ალფას'' მებრძოლები  წევრები ავტობუსებში ჩასხდნენ და მიხეილ სააკაშვილის გარეშე წავიდნენ კიევის იმ სასტუმროს პერიმეტრიდან, სადაც იგი  იმყოფება.
 
მიხეილ სააკაშვილის დაკავება ამჯერადაც ვერ გაბედეს, თუმცა ცოტახნის წინ გაკეთებულ განცხადებაში იგორ ლუცენკო ირწმუნებოდა,  რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე დაკავებულია.
 
დავით საყვარელიძემ  ხუთ წუთში უარყო პროკურორის  ეს განცხადება და ცივი წყალი გადაასხა პრეზიდენტ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს უკრაინაშიც დასაქართველოშიც –  მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია და მშვიდად განაგრძობს მუშაობას თავის სასტუმრო ნომერში. 
 
 

როგორც მიხეილ სააკაშვილის  თანამებრძოლი იური დერევიანკო აცხადებს,  სასტუმრო „ალფაში“ შეიარაღებული სპეცრაზმი იყო მოსული. თუმცა, ჩვენმა აქტივისტებმა მათ ხელი შეუშალეს ამაში. სპეცრაზმმა შემდეგ დატოვა სასტუმრო. მათ არანაირი სამართლებრივი საბუთი არ ჰქონდათ სასტუმროს ტერიტორიაზე ყოფნის, რაზეც მათ მიუთითეს. ,,რუხის'' ლიდერს  ამ მომენტში აღარაფერი ემუქრება და, როგორც ჩანს, ,,ზონდირებამ'', თუ  რა რეაქცია შეიძლება მოყვეს მისი   დაკავების მცდელობას,  ხელისუფლება ფრიად უიმედო და უხერხულ  მდგომარეობაში ჩაგდო.

 

 

 

ის, რომ ეს მხოლოდ ზონდირება იყო, იმაშიც ჩანს, რომ სასტუმროსთან მისული სპეცრაზმელების რაოდენობა ოცამდე იყო,  სხვები, როგორც ჩანს,  ხალხის რეაქციას და ხელისუფლების მორიგ განკარგულებას ელოდებოდნენ. 

 მაგრამ რაკი სასტუმროსკენ დავით საყვარელიძის მოწოდებისთანავე დიდძალი ხალხი დაიძრა, და ამასთან  სპეცრაზმელებმა სასტუმროს ზღურბლსაც  ვერ გადაააბიჯეს (სასტუმროს პერსონალმა ისინი უბრალოდ არ შეუშვა), სპეცოპერაცია ჩაიშალა  ან გაურკვეველი ვადით გადაიდო .

 რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი ხალხთან გამოვიდა, იგი პოროშენკოს მორიგ უსუსურ მცდელობად აფასებს დღევანდელ გამოხდომას და დღვანდელი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს.  მისი გამოსვლა ამ წუთებში პირდაპირი ეთერში გადმოიცემა მის ფეისბუქ გვერდზე. 

 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...