მთავარისიახლეები"7-9 მარტის აქციებისას პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

“7-9 მარტის აქციებისას პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

Published on

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ სიტყვისა და გამოხატვის უფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა ისევ რთულია.

ანგარიშში მშვიდობიანი აქციების დროს სახელმწიფო უწყებების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის არაერთი ფაქტია განხილული. დოკუმენტში საუბარია პოლიციის მხრიდან არაპროპორციული რესურსის გამოყენებაზე, აქტივისტებისა და მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და კარვების გაშლის ხელშეშლის პრაქტიკაზეც. მასში განხილულია 7-9 მარტის აქციებიც, სადაც, HRC-ის თქმით, რამდენიმე პრობლემა იკვეთება.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, რომელთა შორისაა: აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებების დაშლისას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების უგულებელყოფა, პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის განთავსების აკრძალვა, აქციის ფასილიტაციის პროცესში არაპროპორციული რაოდენობის და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მობილიზების ტენდენცია[…].

აქციების მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, სხვა საკითხთან ერთად, კვლევის საგანი იყო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 7-9 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე. ამ აქციებზე დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის:

1. აქციის დაშლისას დაირღვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი;
2. მომიტინგეთა მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა;
3. სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები.

პოლიციამ აქციის მონაწილეები სპეციალური საშუალებებით რამდენჯერმე დაშალა. 7 მარტს, დაახლოებით 20:20 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წიწაკის სპრეი. მალევე, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, შესაბამისი გაფრთხილების გაკეთების გარეშე. კითხვები არსებობდა გამოყენებული სპეციალური საშუალებების პროპორციულობისა და აუცილებლობის შესახებ, იმ პირობებში, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, 7 მარტს შეკრება მშვიდობიანად მიმდინარეობდა. სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ 8-9 მარტსაც. ამასთან, საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებში ჩანდა პოლიციელი, რომელიც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალების მიმართულებით ასხურებდა წიწაკის სპრეის, გამოვლინდა წიწაკის სპრეის წყლის ჭავლში შერევის შემთხვევაც[…]

ამრიგად, შეკრების თავისუფლების რეალიზაციისას კვლავ პრობლემურია აქციის მშვიდობიანად ჩატარებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, აქციაზე დაკავებული პირების უფლებების სათანადოდ დაცვა,” – წერს HRC.

ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციებიც, რომელიც პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაუგზავნა.

შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სიახლეები

რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 17ადამიანი დაიღუპა

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 44 ადამიანი...

მივა თუ არა თინა ბოკუჩავა ენმ-ს ყრილობაზე, უცნობია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით XIII ყრილობამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაესწრება...

1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა – ავტობანზე ავარია მოხდა

ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა -  "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი...

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...