მთავარისიახლეებისამართალიპაატა ბურჭულაძე დასჯადი სიკეთის შესახებ

პაატა ბურჭულაძე დასჯადი სიკეთის შესახებ

Published on

,,გიხაროდეთ ყველას – დღეს სიკეთე არის დასჯადი'' –  განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში  ფონდ „იავნანას“ თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე მისულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ.  
 
„დღეს ისტორიული დღეა. გიხაროდეთ ყველას, რომ დღეს სიკეთე არის დასჯადი და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. მაგრამ, რა ვქნათ, ვნახოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალი იქნება“, – განაცხადა ბურჭულაძემ. 
 
გამოძიებას პაატა ბურჭულაძის, როგორც ფონდის პრეზიდენტის  მიმართ არაერთი კითხვა აქვს  ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, კერძოდ,  კითხვები კონკრეტული მგზავრობის დაფინანსების, ქონების შეძენისა და სხვა ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით  – ამის შესახებ ჟურნალისტებს  განუცხადა პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა, რომელიც ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის მოწმის სახით გამოკითხვის პროცესში მონაწილეობს. –  საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე. დღეს სწორედ ამ საკითხებზე მოხდება მისი მოწმის სახით გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან თავად პაატა ბურჭულაძის მოთხოვნის შესაბამისად." 
 
პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ  პროკურატურასთან მასაც აქვს შეკითხვები.  რომელსაც დღეს დასვამს.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...