მთავარისიახლეებიგერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება

გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება

Published on

გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.

შოლცსა და ბაიდენს შორის, სატელეფონო საუბრის თემა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო.

ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმა და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას.

“2024 წელს გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას შვიდ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო საქონლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობით აშშ პირველ ადგილზეა, გერმანია კი მეორეზე.

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...