მთავარისიახლეებისამართალიჟურნალისტი აფგან მუხთარლი თავის გატაცებაში გიორგი კვირიკაშვილს ადებს ხელს

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თავის გატაცებაში გიორგი კვირიკაშვილს ადებს ხელს

Published on

 ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელმაც საპატიმრო ოჯახური მდგომარეობის გამო 2 დღით დატოვა, განაცხადა, რომ  რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს და  ამ  გატაცების ბრძანება კ პირადად პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. 
 
„თბილისიდან მე საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა. ამ დანაშაულის უკან საქართველოს პრემიერმინისტრი დგას. მოკითხვას გადავცემ ქართველ ხალხს. თითქმის, სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს კვირიკაშვილის მთავრობას, მან მისცა უფლება, რომ მე გავეტაცებინე, მას რომ ამის ნებართვა არ გაეცა, არ მომიტაცებდნენ, ეს იყო ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩემი თავი მათთვის კანონიერად გადაეცა, მაგრამ ეს ქართულ მხარეს არ გამოუვიდა, რადგან ჩემი დაპატიმრებისა და დეპორტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ ჩემი გატაცება მოიფიქრეს,“ – განაცხადა აფგან მუხთარლიმ.
 
მუხთარლის ამ განცხადებას პროცვოკაციას უწოდებს ეკა ბესელია.,, 
ეს ცილისწამების კლასიკური მაგალითი იყო. პრემიერ-მინისტრის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება და ბრალდება ცილისწამებლურ ხასიათს და შინაარსს ატარებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლე არ არის.  არანაირი დავალება და სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებს წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა",-  განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. 
 
სხვაგვარად აფასებს ვითარებას პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
„მან დაადასტურა ის, რაც ისედაც იყო ნათელი, მის გატაცებაში ბრალი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფო თანამდებობის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აფგან მუხთარლიმ უკვე პირდაპირ ამხილა პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი''.
რომან გოციროიძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა მთავრობას დროული გამოძიებისკენ მოუწოდა, თუმცა, ხელისუფლებამ საერთაშორისო მოთხოვნა არ შეასრულა.
„საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ იძიებს მომხდარ ფაქტს და ეს ბუნებრივია გასაგებია, ამ დანაშაულში როგორც ირკვევა, ბრალი მიუძღვის საქართველოს მთელ ვერტიკალს, ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
მისი განცხადებით, ,  „ენმ“ პარლამენტში აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმის დროულად გამოძიების მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...