მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ საელჩოს Facebook-გვერდი დროებით შეჩერებულია, ამიტომ სავიზო გასაუბრებაზე შეტყობინების...

აშშ საელჩოს Facebook-გვერდი დროებით შეჩერებულია, ამიტომ სავიზო გასაუბრებაზე შეტყობინების გარეშე, შეთანხმებულ დროს უნდა გამოცხადდეთ

Published on

აშშ-ს საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერების გამო საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს და მათ, ვისაც სავიზო გასაუბრება აქვთ დანიშნული, სთხოვს, საელჩოში გამოცხადდნენ.
 
ამასთან, როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საკონსულო მომსახურება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე გაგრძელდება.
 
მათივე განმარტებით, აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე საქართველოში საელჩოს Facebook-გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა.
 
„თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს. აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 
 
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. 2018 წელს, აშშ-ს მთავრობამ მეორედ შეაჩერა მუშაობა მას შემდეგ რაც სენატორმა რენდ პოლმა დაბლოკა კენჭისყრა სენატში ორწლიან საბიუჯეტო გეგმაზე, რაც სახელმწიფო ხარჯების ზრდას ითვალისწინებს. მისი თქმით, შემოთავაზებული ზომები, რაც მთავრობის დაფინანასების გაგრძელებას გულისხმობდა კიდევ 6 კვირის მანძილზე, აშშ-ს სახელმწიფო დეფიციტს გაზრდიდა.
 
ოთხშაბათს დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა ერთად მოამზადეს ბიუჯეტი, რომელიც სამხედრო და საშინაო დანახარჯებს 300 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდიდა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ეს არ ითვალისწინებს სხვა სახის დანახარჯების შემცირებას ან ახალ შემოსავალს გადასახადებიდან, რაც სახელმწიფო დანახარჯის ზრდას ვალის საშუალებით გამოიწვევდა.
 

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...