მთავარისიახლეებიკულტურარატომ შეწყდა სპექტაკლები, რა ხდება ფოთის თეატრში?

რატომ შეწყდა სპექტაკლები, რა ხდება ფოთის თეატრში?

Published on

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს დაგეგმილი სპექტაკლი პროტესტის ნიშნად არ გაიმართება.
თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიას განცხადებით,  მიზეზი შენობის მძიმე მდგომარეობაა და სამუშაო პროცესი იმ დრომდე შეჩერდება, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება და თეატრში არსებული ყველა  პრობლემა  არ მოგვარდება. 
 
„მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, რათა დაცული იყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება. რეალურად უამრავი პროექტი გვაქვს ჩაშვებული, რომლის გაჩერებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, სანამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება , მაყურებელს ვერ მივიღებთ ''- აღნიშნა თენგიზ ხუხიამ.
 
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კულტურის სამინისტროში შეხვედრაა დაგეგმილი და იმედოვნებს, რომ ფოთში კონკრეტული პასუხით დაბრუნდებიან. 
 
ფოთის თეატრი 2014 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და უკვე ავარიულია. რამდენიმე დღის წინ შენობაში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ორი წლის წინ კი, ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც მემანქანე დაშავდა. იგი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის. შენობა 9 წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...