მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით სერგეენკო: ზაფხულიდან დაუცველ მოსახლეობას 50 - მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა ერთ...

დავით სერგეენკო: ზაფხულიდან დაუცველ მოსახლეობას 50 – მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა ერთ ლარად შეეძლება

Published on

იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიიღებს. – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელსაც რამდენიმე დღეში 5 წელი უსრულდება, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოახდინა ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა როგორც ყველა სისტემას, მასაც აქვს თავისი გამოწვევები და პირველ ადგილზე ამ გამოწვევებიდან უდაოდ დგას მისაწვდომობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. – აღნიშნა მან. 
 
მინისტრის განცხადებით, თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგეებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში ცალსახად უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტიგენტი. ამასთან   წინასწარი ანალიზით შესაძლებელია გაიზარდოს სოციალურად იმ მედიკამენტების ჩამონვალი, რომელთა შეძენა სადღეისოდ დაუცველ მოსახლეობას სეუძლია  1 ლარად შეიძინოს, კერძოდ ჩამონათვალი 23 დასახელების  მედიკამენტიდან 50 – მდე გაიზრდება.  
 
დავით სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეთანხმდა, რომ 2 კვირის შემდეგ კვლავ გაიმართება შეხვედრა და მოხდება ამ კუთხით მონახაზების გაცვლა.
 
"წინასწარი შეფასებით, ვფიქრობ, რომ ზაფხულის დასაწყისში უკვე შესაძლებელი იქნება ამ პროგრამის მნიშვნელოვანი გაფართოება", – განაცხადა სერგეენკომ.

სიახლეები

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...