მთავარისიახლეებიდეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

Published on

რუსეთის ფედერაცია, იტალია, აშშ – ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ამ ქვეყნებიდან შემოვიდა. პირველ ადგილს (22.9 %) სიაში რუსეთი იკავებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთიდან დეკემბერში საქართველოში ფულადი გზავნილის სახით 70.58 მილიონი აშშ დოლარია შემოსული.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

10 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

რუსეთის ფედერაცია – 70.58 მლნ $
იტალია – 49.68 მლნ $
აშშ – 46.19 მლნ $
გერმანია – 21.57 მლნ $
საბერძნეთი – 22.65 მლნ $
ისრაელი – 20.92 მლნ $
ყაზახეთი – 14.79 მლნ $
თურქეთი – 8.01 მლნ $
ესპანეთი – 5.9 მლნ $
საფრანგეთი – 5.09 მლნ $

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...