მთავარისიახლეებისაზოგადოება„ძალიან უხერხულია. მე თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს არ მითქვამს და საერთოდ არ...

„ძალიან უხერხულია. მე თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს არ მითქვამს და საერთოდ არ მჭირდება დაცვა,“- შელაპარაკება პრემიერსა და სტუდენტებს შორის

Published on

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთისადმი მიძღვნილი შეხვედრა დილიდან ხმაურის ფონზე დაიწყო. 
 
ღონისძიებას პრემიერმინისტრი და კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტიდან მოწვეული 50-მდე სტუმარი, მაგრამ დარბაზში ვერ მოხვდა დასწრების მსურველი სტუდენტების დიდი ნაწილი, მათ შორის   "აუდიტორია 115"-ის წევრები. 

ამ უკნასკნელთ დარბაზში შესვლა მოითხოვეს, ერთ-ერთი მათგანი  ღონისძიების მსვლელობისას რექტორის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში შევარდა და  ეს მოთხოვნა გააჟღერა,  თუმცა მას დაცვამ დარბაზი დაატოვებინა, რასაც გარეთ შეკრებილ ი სტუდენტების ხმაური მოყვა. 

 
მოგვიანებით  გიორგი კვირიკაშვილი  აუდიტორია 115-ის წევრებს შეხვდა. მან სტუდენტებს  განუმარტა, რომ სტუმრების სია მთავრობის ადმინისტრაციას არ შეუდგენია და თავის მხრივ დასძინა, რომ სტუდენტებს მასთან შეხვედრის პრობლემა არასოდეს ჰქონიათ, რაც  წარსულშიც არაერთხელ დამტკიცდა.
 
სტუდენტებმა მას წამოაძახეს, რომ დაცვის გარეშე უნივერსიტეტში მისვლას ვერ ბედავს, არადა იყო დრო, როცა მას ამ სტუდენტების დახმარება სჭირდებოდა.  პრემიერმა პასუხი გასცა ამ   შეძახილებს: „ძალიან უხერხულია. მე თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს არ მითქვამს. ახლაც მოვედი. მაშინაც მოვედი და საერთოდ არ მჭირდება დაცვა,“-განაცხადა გიორგი კირიკაშვილმა. 
 
თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საერთაშორისო დონეზე იმართება. 
 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...