მთავარისიახლეებისაზოგადოებავოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

Published on

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ესტონეთის დედაქალაქში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც იმყოფება.

„დიდი პატივია, ჩვენს კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას, ტალინში მივესალმო. ჩვენ უკრაინას ძლიერ სიგნალსა და გარანტიას ვაძლევთ, რომ ესტონეთი მათ გვერდით მტკიცედ დგას და ამ ომს ჩვენ ერთად მოვიგებთ“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში იმყოფებოდა.

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...