მთავარისიახლეებიევროკომისრის თქმით, ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა

ევროკომისრის თქმით, ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა

Published on

Politico ევროპის ერთ-ერთ მაღალჩინოსან პოლიტიკოსზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის პოზიცია იყო, რომ ის არ დაეხმარებოდა ევროკავშირს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო თავდასხმა იქნებოდა.

“თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ევროპას თავს დაესხმებიან, ჩვენ არასოდეს მოვალთ თქვენს დასახმარებლად და მხარდასაჭერად”, – უთხრა ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს 2020 წელს, იტყობინება ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი, რომელიც ასევე იმყოფებოდა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

ბრეტონის ცნობითვე, ტრამპმა მაშინ თქვა, რომ “ნატო მკვდარია” და აშშ დატოვებს მას.

“და სხვათა შორის, თქვენ ჩემი ვალი გაქვთ 400 მილიარდი დოლარი, რადგან არ გადაიხადეთ, გერმანელებო, რაც უნდა გადაეხადათ თავდაცვისთვის”, – დაამატა ტრამპმა ბრეტონის თქმით.

გამოცემა წერს, რომ ბრისელს აქვს შიში, რომ ტრამპი შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტად დაბრუნდეს.

ბრეტონმა უბიძგა ევროკავშირს გაზარდოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე და სამშაბათს გამოყო 100 მილიარდი ევროს ფონდი ბლოკში იარაღის წარმოების გასაძლიერებლად.

“ეს იყო დიდი გამოღვიძება და ის შეიძლება დაბრუნდეს”, – თქვა ბრეტონმა ტრამპის შესახებ.

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...