მთავარისიახლეები"ვანდალური აქტის" გამო საპატრიარქომ სამებაში აკრედიტაციის გარეშე ჟურნალისტების შესვლა შეზღუდა

“ვანდალური აქტის” გამო საპატრიარქომ სამებაში აკრედიტაციის გარეშე ჟურნალისტების შესვლა შეზღუდა

Published on

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დღეს და ხვალ, სამების ტაძარში მედიასაშულებების წარმომადგნელების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეზღუდული იქნება.

საპატრიარქო ამბობს, რომ გადაწყვეტილება ტაძარში გუშინ მომხდარი “ვანდალური აქტიდან” გამომდინარე მიიღეს. გუშინ სამებაში განთავსებულ რუსი წმინდანის, მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული ლურჯი საღებავი შეასხეს.

“გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში დაბრძანებულია რუსი წმინდანის, მატრონას ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული. მოგვიანებით პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა განაცხადეს, რომ ხატი ეკლესიას მათ შესწირეს.

ვერც სამებაში და ვერც საპატრიარქოში პრობლემას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ხატზე “უარყოფითი პერსონაჟიც შეიძლება მოხვდეს”.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...