მთავარისიახლეები"კვლავ დაიწყეს მასიური სარაკეტო შეტევა... დაშავებულია 45 ადამიანი, დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე"

“კვლავ დაიწყეს მასიური სარაკეტო შეტევა… დაშავებულია 45 ადამიანი, დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე”

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცადა, რომ 8 იანვარს რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად უკრაინაში 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 45.

“დღეს დილით, სამწუხაროდ, კვლავ დაიწყეს მასიური სარაკეტო შეტევა. ხარკოვი, ზაპოროჟიე, კრივოი როგი, ხმელნიცკის ოლქი. დაშავებულია 45 ადამიანი, ამ დროისთვის დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად იგრძნობს ჩვენს პასუხს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოსა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად ახალ სანქციებზე: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ქალაქებს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.მათი ძირითადი სამიზნე ადმინისტრაციული შენობები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო ბინები იყო.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

სტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის...