მთავარისიახლეებისაზოგადოებაქვეყანაში გრიპის ვირუსის აფეთქებაა - ვირუსი ყველაზე რთულად ბავშვებს და ჩვილებს უტევთ

ქვეყანაში გრიპის ვირუსის აფეთქებაა – ვირუსი ყველაზე რთულად ბავშვებს და ჩვილებს უტევთ

Published on

ქვეყანაში გრიპის ვირუსის აფეთქებაა – კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში უპრეცედენტოდ გაიზარდა. მაღლი ტემპერატურით და სხვადსხვა მძიმე სიმპტომებით საავადმყოფოები პაციენტებით გადავსებულია.

ვირუსი ყველაზე რთულად ბავშვებს და ჩვილებს უტევთ. გაზრდილი მიმართვიანობის გამო, კლინიკების დერეფნებში დიდი რიგები დგას. სეზონური გრიპის გარდა, მთელს საქართველოში გაზრდილია კოვიდ ინფიცირების შემთხვევებიც, მათ შორის ბავშვებში.

ამ ეტაპზე რამდენიმე სახის ვირუსი მძვინვარებს. H1N1 ახალი არ არის, მოგეხსენებათ A ტიპის ვირუსია. წინა წლების განმავლობაშიც იყო და ახლაც ავადობის 25% სწორედ ამ ვირუსს უჭირავს და აწი ალბათ, შემთხვევები კიდევ უფრო იმატებს. ისე როგორც სხვა კლინიკები, ჩვენი კლინიკაც გადატვირთულია. საშუალოდ დღე ღამეში 45-50 პაციენტი გვაკითხავს. ხვდება კორონავირუსით დაავადებული ბავშვები, ომიკრონით შტამით. ასევე თანაბრად, საშუალოდ არის გავრცელებული რესპირატორული ვირუსი, როდესაც 2 წლამდე ასაკის ბავშვები საჭროებენ ჰოსპიტალიზაციას, რადგან ბრონხიორიტები ემართებათ. კლინიკური ნიშნები პრაქტიკულად ერთი და იგივე აქვს, მაღალი ცხელება, შეუპოვარი ცხელება, ადინამია”. – ამბობს პედიატრი მაია ჩხეიძე.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...