მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდება უკრაინაში - სიტუაცია და ISW-ს ანალიტიკოსთა მოსაზრებები

სად რა ხდება უკრაინაში – სიტუაცია და ISW-ს ანალიტიკოსთა მოსაზრებები

Published on

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების მიერ სუმის ოლქის 25 დასახლება დაიბომბა. არიან დაშავებულები. იერიშები იყო ხარკოვსა და ხერსონშიც, სადაც ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხერსონის ოლქში იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსმა სამხედრო ძალებმა დაბომბეს ნიკოპოლი, რასაც დასახლებულ პუნქტებში შენობების ნგრევა მოჰყვა. აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკში. უკრაინის სამხედრო ძალებმა ოკუპანტების დრონების ჩამოგდება შეძლეს. უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა:

“მადლობას ვუხდი მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა და მუშაობს ტყვეთა გაცვლის გასაგრძელებლად! ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს ფრონტის ხაზზე, ვინც ტყვედ იყვანს ოკუპანტებს. რაც უფრო მეტ რუსს მივიღებთ ტყვედ, მით უფრო ეფექტური იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ხოლო აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთმა საგანგებოდ შეარჩია დრო, როცა ფრონტზე გარდატეხა ხდება, რათა ტყვეების მასობრივ გაცვლაზე წასულიყო. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...