მთავარისიახლეებიბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის "კანონს" ხელი მოაწერა

ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის “კანონს” ხელი მოაწერა

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა “პრეზიდენტმა” ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ “კანონს”, რომლითაც ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა, ხელი მოაწერა.

შესაბამისად, “კანონი” ძალაში შევიდა.

ე.წ. პარლამენტის ე.წ-მა დეპუტატებმა 180 ჰექტარზე მეტი ტერიტორია პუტინს დილის 6 საათზე ჩატარებულ “საგანგებო სხდომაზე” დაუმტკიცეს. პროცესს 35-დან 28 “დეპუტატი” ესწრებოდა, საიდანაც 25-მა მარიონეტმა “გადაწყვეტილებას” მხარი დაუჭირა.

ე.წ ოპოზიციონერები ამ ფაქტს “სამარცხვინოს” უწოდებენ და “კანონის” დაუყოვნებელი გაუქმებას მოითხოვენ. ოკუპირებულ აფხაზეთში იგეგმება საპროტესტო გამოსვლები.

სიახლეები

დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი, ირინა კაკაჩია, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს...

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა...

ვოლოდიმირ ზელენკი – უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით

უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით, - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ...

უკრაინა გახდება ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი – რუტე

უკრაინა მომავალში შეუერთდება ნატოს და გახდება ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი - ეს განცხადება...