მთავარისიახლეები"არ ვენდობით სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება FBI-ში" - 12 წლის...

“არ ვენდობით სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება FBI-ში” – 12 წლის ანას დედა

Published on

დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი აცხადებს, რომ ოჯახი სამხარაულის ეროვნულ ბიუროს არ ენდობა და ყველა მტკიცებულების შემოწმებას FBI-ის მიერ ითხოვს.

ანას ოჯახისა და ადვოკატების თქმით, კომპლექსური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და საქმეში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტები უნდა ჩაერთონ.

“ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებაში არის შედგენილი, თვითმხილველებზე დაყრდნობით. ვინც მიამსგავსებს ვინ იქნება ამ ფოტორობოტთან მიმსგავსებული პირი, შემოწმდება. ანონიმურობა სრულად დაცული იქნებ. უდანაშაულო პირს, რა თქმა უნდა, ხელს არავინ არ ახლებს. დაკარგულია თმა, რომელიც მოჩანს სურათში და, აქედან გამომდინარე, არ ვენდობით ჩვენ [ოჯახი] საქართველოს ეროვნულ ბიუროს, სამხარაულს, ამიტომ ვითხოვთ, რომ აუცილებლად გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება FBI-ში,” – ამბობს ნატო ხუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე გოგონა დაღუპული იპოვეს.

გუშინ, 26 დეკემბერს, გახდა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება აქვს, აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.

სავარაუდო დამნაშავის ამოსაცნობად შეიქმნა ფოტო რობოტიც, რომელიც გოგოს დედამ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...