მთავარისიახლეები2024 წელი საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება, სავარაუდოდ, არ მოიკლებს გეოპოლიტიკური გამოწვევები - ვარჰეი

2024 წელი საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება, სავარაუდოდ, არ მოიკლებს გეოპოლიტიკური გამოწვევები – ვარჰეი

Published on

ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ვიდეო-მიმართვისას განაცხადა 2024 წელი საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება.

ვარჰეის თქმით, არჩევნების წელს, სავარაუდოდ, არ მოიკლებს გეოპოლიტიკური გამოწვევები.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან მუშაობას.

2024 მორიგი გადამწყვეტი წელი იქნება. თქვენ ქვეყანაში ჩატარდება არჩევნები და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, კომისიის გაფართოების ანგარიშის 9 ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. გისურვებთ წარმატებულ 2024 წელს, რომელიც უფრო მეტად დაგაახლოებთ ევროპასთან”, – განაცხადა ვარჰეიმ.

სიახლეები

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...

29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება – ნიკა გვარამია

პროდასავლური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან კვლავაც გრძელდება. ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ 29 დეკემბერს დაგეგმილი...