მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

Published on

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 22 დეკემბერს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა.

როგორც CNN წერს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცა. მისი მოცულობა თითქმის 3100 გვერდია და ის მოიცავს უკრაინის დაფინანსებასა და გრძელვადიან დახმარებასაც.

რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი წლიურ სამხედრო ხარჯებსა და პოლიტიკას აფინანსებს. კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 5,2%-ით და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება.

ბიუჯეტი ითვალისწინებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედების დახმარებასაც.

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...