მთავარისიახლეებისაზოგადოებადროშის დაწვის გამო ადამიანის თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება - იაგო ხვიჩია

დროშის დაწვის გამო ადამიანის თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება – იაგო ხვიჩია

Published on

“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, პრორუსი რადიკალების მიერ დროშის დაწვის ფაქტს ამ ადამიანების ტავისუფლების აღკვეთით არ უნდა ვებრძოლოთ, რადგან, ხვიჩია ამბობს, რომ ადამიანის თავისუფლება უფრო მეტი ღირებულებაა, ვიდრე დროშა და დროშის დაწვის გამო ადამიანის თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება.

დროშების დაწვის კამპანიას, ჩემი აზრით, არ უნდა ვებრძოლოთ სანქციებით. ამას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმით, რომ უნდა დავიწყოთ დისკუსია, რა არის ევროპა, რა არის რუსეთი და რატომ დასდევენ უცნაური ადამიანები ევროპის დროშებს რუსეთის სახელით. ნივთის გამო, რაც არ უნდა სულიერ გრძნობებს აღძრავდეს ეს ნივთი, ადამიანის თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება. ადამიანის თავისუფლება უფრო მეტი ღირებულებაა, ვიდრე დროშა”, – ამბობს ხვიჩია.

ამ დრომდე უცნობია, დაიბარა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომელიმე ადამიანი გამოკითხვაზე, ვინც ევროკავშირის დროშა საჯაროდ დაწვა და დემონსტრაციულად ვიდეოც გადაიღო.

პრორუსი რადიკალები მასობრივი არეულობით იმუქრებიან. კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთ კვირაში ალტ-ინფომ ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყო. წვავენ დემონსტრაციულად, ამ დანაშაულს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამბობენ, რომ დროშების დაწვა მხოლოდ დასაწყისია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება უფრო რადიკალურ ზომებზე გადავლენ.

ალტ-ინფოს წევრები ლაშა შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კამპანია თვითორგანიზებულია და სოლიდარობას უცხადებენ მათ თანამებრძოლს, რომელიც პატიმრობაშია.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...