მთავარისიახლეებისაზოგადოებაEU-ს დროშის დაწვის კამპანია "ოცნების" მიერაა წახალისებული - კორძაია

EU-ს დროშის დაწვის კამპანია “ოცნების” მიერაა წახალისებული – კორძაია

Published on

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ EU-ს დროშის დაწვის კამპანია პრორუსი რადიკალების მიერ “ოცნების” მიერაა წახალისებული.

კორძაიას თქმით, “ოცნება” ცდილობს რუსეთს დაანახოს, რომ საქართველოში ყველას არ უნდა ევროპა.

ეს კამპანია წახალისებულია “ქართული ოცნების” მიერ, იმიტომ, რომ მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტით მუშაობს და ვფიქრობ, რომ ეს ნაწილი ემსახურება იმას, რომ რუსეთს გაუგზავნონ გზავნილი, სადაც გამჩნდება, რომ საქართველოში ყველას არ უნდა ევროპა”, – ამბობს თამარ კორძაია.

ამ დრომდე უცნობია, დაიბარა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომელიმე ადამიანი გამოკითხვაზე, ვინც ევროკავშირის დროშა საჯაროდ დაწვა და დემონსტრაციულად ვიდეოც გადაიღო.

პრორუსი რადიკალები მასობრივი არეულობით იმუქრებიან. კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთ კვირაში ალტ-ინფომ ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყო. წვავენ დემონსტრაციულად, ამ დანაშაულს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამბობენ, რომ დროშების დაწვა მხოლოდ დასაწყისია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება უფრო რადიკალურ ზომებზე გადავლენ.

ალტ-ინფოს წევრები ლაშა შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კამპანია თვითორგანიზებულია და სოლიდარობას უცხადებენ მათ თანამებრძოლს, რომელიც პატიმრობაშია.

სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...