მთავარისიახლეებიშავ სიაში შეყვანილი 4 კომპანიის მფლობელი ტენდერებს მე-5, ახალი კომპანიით იგებს -...

შავ სიაში შეყვანილი 4 კომპანიის მფლობელი ტენდერებს მე-5, ახალი კომპანიით იგებს – TI

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ავრცელებს ინფორმაციას, რომ შავ სიაში შეყვანილი ოთხი კომპანიის მფლობელი ტენდერებს მეხუთე, ახალი კომპანიით იგებს.

საუბარია ბიზნესმენ ალექსანდრე ბარათაშვილზე, რომელმაც TI-ის თქმით, სახელმწიფო შესყიდვების შავი სიას ზედიზედ 4-ჯერ, უპრობლემოდ დააღწია თავი. მას შემდეგ, რაც მისი 4 კომპანია შავ სიაში მოხვდა, მან მეხუთე კომპანია დააარსა და რამდენიმე კვირაში სახელმწიფო შესყიდვებიდან კონტრაქტები მიიღო.

TI-ის მონაცემების მიხედვით, ალექსანდრე ბარათაშვილის ყველა კომპანიას ერთად შესყიდვებიდან 4.5 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული.

“კომპანია შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანია“ 2023 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა და რეგისტრაციიდან 5 თვეში 372 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 3 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. აქედან ერთი კონტრაქტი თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ რეგისტრაციიდან ერთ თვეში გაუფორმა. ამავე პერიოდში 4 ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ოთხივე კონკურენტის გარეშე მოიგო. მათ შორის, ერთი ტენდერი რეგისტრაციიდან 3 კვირაში მოიგო. ყველა ელექტრონული ტენდერი დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ იყო გამოცხადებული.

აღნიშნულმა კომპანიამ, ჯამში, გამარტივებული შესყიდვებით და ელექტრონული ტენდერებით 500 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 7 კონტრაქტი მიიღო.

შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანიის“ 100% წილის მფლობელი ალექსანდრე ბარათაშვილია, რომელიც ასევე ფლობს სხვა 4 კომპანიას: „რეალ ენერჯი“, „ამაპოლა“, „ჩემპიონი“ და „რობოტი +“. გასულ წლებში, ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში აღებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო ერთი მეორის მიყოლებით შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდნენ.

შპს „რეალ ენერჯი“ შავ სიაში 2020 წლის ოქტომბერში შეიყვანეს დიდუბის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების არაჯეროვნად შესრულების გამო;
შპს „ამაპოლა“ შავ სიაში 2021 წლის აპრილში შეიყვანეს სხვადასხვა შემსყიდველთან 7 ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო;
შპს „ჩემპიონი“ 2021 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა და შავ სიაში 2022 წლის ნოემბერში შეიყვანეს სხვადასხვა შემსყიდველთან 3 ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო;
შპს „რობოტი +“ 2022 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა და შავ სიაში 2023 წლის ივნისში შეიყვანეს შპს „ჰერმესთან“ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო”,- ამბობს ორგანიზაცია.
მათი განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა კარგად აჩვენებს, რამდენად არაეფექტიანად მუშაობს შავი სიის წარმოების დღეს არსებული წესი, რომლის ცვლილებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მრავალი წელია ითხოვს.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...