მთავარისიახლეებიუკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზეზი არ არსებობს -ორბანის პოზიცია უცვლელია

უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზეზი არ არსებობს -ორბანის პოზიცია უცვლელია

Published on

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე მისულმა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი მოლაპარაკება გაიმართა და მისი ქვეყნის პოზიცია ნათელია: რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, უკრაინის წინაპირობები არ არის შესრულებული, საბჭოს არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება – და უნგრეთი არ შეიცვლის აზრს.

“გაფართოება არ არის თეორიული საკითხი. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული, იურიდიულად-დეტალური პროცესი, რომელსაც აქვს წინაპირობები… უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკების საფუძველი ახლა არ არსებობს”, – თქვა ორბანმა.

პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ უნგრეთი საკუთარ საკითხს არ უკავშირებს უკრაინის პოლიტიკას. მისივე თქმით, 7 წინაპირობიდენ 3 უკრაინას შესრულები არ აქვს და ეს საკმაირისა, რათა თქვან: “ბიჭებო თუ არ შეგისრულებიათ წინაპირობები, მოლაპარაკების დაწყებისთვისაც შანსი არ არის”

რაც შეეხება საქართველოს, ორბანმა თქვა:

“საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადა არის; საქმე გაკეთებულია”.

ორბანმა თქვა, რომ უკრაინის ფული, მოკლევადიან პერიოდში, უკვე ბიუჯეტშია და თუ ბლოკს გრძელვადიანი, დიდი თანხის გაცემა სურს, ბიუჯეტის გარეთ უნდა მოხდეს მართვა, რასაც უნგრეთი მხარს უჭერს.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...