მთავარისიახლეებიპოლიტიკაღრმად ნიჭიერი, ჩხენჭიერი კალაძე უნიჭო ნაციონალების შესახებ

ღრმად ნიჭიერი, ჩხენჭიერი კალაძე უნიჭო ნაციონალების შესახებ

Published on

ნაციონალურ მოძრაობას” გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა სურს, აქაც მზად ვართ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ უნიჭოები არიან, ესეც არ გამოსდით, –  განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ  პასუხად საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნაზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით რიგგარეშე საგანგებო სხდომა ჩატარდეს. 
 
კახა კალაძის თქმით, გუშინ თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობას იღებდა თბილისის მერიის ამ საკითხში ყველა კომპეტენტური პირი და თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს რაიმე შეკითხვები გააჩნდათ, შეეძლოთ მათთვის დაესვათ. 
 
”ერთია, გაღელვებდეს და გული შეგტკიოდეს დედაქალაქზე განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე და მეორეა, შენი ვიწრო გონებით მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებისკენ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მზად ვართ, თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან ვინც კონსტრუქციულია. ვისაც გული შესტკივა დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე, ყველასთვის კარი ღიაა, მაგრამ ამ ადამიანებს გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა სურთ, თუმცა აქაც ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უნიჭოები არიან, ესეც არ გამოსდით”, – განაცხადა კახა კალაძემ

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...