მთავარისიახლეებიეკონომიკაზუგდიდში აქციის მონაწილეები დაკავებული მოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ

ზუგდიდში აქციის მონაწილეები დაკავებული მოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ

Published on

ზუგდიდში აქციის მონაწილეები პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული მოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდნენ. 
 
მამუკა წოწერიამ გარემოვაჭრეებს განუცხადა, რომ მერიის მიერ შეთავაზეული ფართები და საშეღავათო პერიოდი კვლავ ძალაშია. მისი თქმით, მერიის პოზიცია უცვლელია, რაც გარევაჭრობის აკრძალვას ეხება. ამ განცხადებას გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.
 
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ქალაქის სხვა ტერიტორიებზე გარევაჭრობა დაშვებულია, რაც შეეხება ალტერნატიულ ფართებს, ისინი ამას არ დათანხმდებიან. 
 
რაც შეეხება დაკავებულ გარემოვაჭრეს, პოლიციის სამმართველოს უფროსმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მისი გათავისუფლება მას შემდეგ მოხდება, რაც ადმინისტრაციული წესით ჯარიმა დაეკისრება. ამ განცხადებას გარემოვაჭრეების პროტესტი მოყვა. 
 
პოლიციის სამმართველოსთან ერთმანეთს ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე და პოლიციის უფროსი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კობა ხარებავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს უთხრა, რომ ის გარემოვაჭრეებთან სასაუბროდ მივიდა და არა წითლიძესთან.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...