მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელი მებრძოლები, ფაქტობრივად, გორლოვკაში შევიდნენ - ვანო ნადირაძე

უკრაინელი მებრძოლები, ფაქტობრივად, გორლოვკაში შევიდნენ – ვანო ნადირაძე

Published on

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, უკრაინის უშიშროების სამსახურის საგანგებო ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე წერს, რომ უკრაინელი მებრძოლები, ფაქტობრივად, დასახლება გორლოვკაში შევიდნენ.
“24-ე მექანიზორებულმა ბრიგადამ გორლოვკასთან მთლინად აიღო ტერიკონი და გაგარინის სახელობის შახტა, უკვე აღმართეს უკრაინის დროშა, ფაქტიურად ქ.გორლოვკაში შევიდნენ.
ადრეც დავწერე: აქ გრუნტი გვაძლევს საშუალებას რომ ტექნიკამ იმოძრაოს, ბეტონის და ასფალტის გზებია, პლიუს სიმაღლეზე ვდგევართ.
ყველაზე მთავარი რუსებმა ეხლა უნდა იფიქრონ გორლოვკის დასაცავად საიდან მოხსნან ჯარები ან კლიშევკიდან და ბახმუტი დაკარგონ ან კიდე ავდეევკის მიმართულებიდან და თავად ქ.დონეცკს შეუქმნან საფრთხე.
მე ვფიქრობ ავდეევკის მიმართულებით აქტიური თავდაცვის რეჟიმმა გაამართლა, გარდა იმისა რომ ეს მიმართულება რუსის ტექნიკის და ძალიან დიდი ცოცხალი ძალის ხორცსაკეპ მანქანად იქცა, მათ დაემატათ გორლოვკის დაკარგვის საშიშროება,საიდანაც ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ჩვენი შეტევა უკვე გაზაფხულზე ესაა იასნოვატაიას მიმართულებით და გოლოვსკის მიმართულებით.
დიდება ჩვენ სამშობლოს, დიდება უკრაინას!”, – წერს ვანო ნადირაძე. 
აღსანიშნევია, რომ უკრაინელი მებრძოლების განსაკუთრებულ აქტიურობაზე უკვე რუსული წყაროებიც იუწყებიან. 

სიახლეები

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...