მთავარისიახლეებიგიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის

გიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის

Published on

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის.

კალანდია ინფორმაციის უარყოფას, მის შესახებ მასალის საიტიდან აღებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

“ეს არის ცილისწამება, ეს არის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. ყველაფერი ამის აღსადგენად და დასაცავად არსებობს სასამართლო. ამიტომ, მე სასამართლოს აუცილებლად მივმართავ. ყველაფერ ამას წარვადგენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში გავიმარჯვებ”, – თქვა კალანდიამ იმედთან.

კალანდია Mona.ge-ს მე-8 სიაში მოხვდა. საიტზე კალანდიას შესახებ წერია:

“გიორგი კალანდია მუზეუმებში თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკას ნერგავს. კერძოდ, ჩვენს ხელთ არსებული და გადამოწმებული ინფორმაციით, კალანდია პირადად იბარებს მუზეუმების თანამშრომლებს, აფრთხილებს პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით და მეტიც, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებით, ყველა თანამშრომელთან პირად საუბარს თუ თათბირს იწერს. მასთან დაპირისპირებას შეეწირა დადიანების მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელი. პრობლემა ახალი არ არის და ამაზე 2021 წლიდან საუბრობენ. კერძოდ, ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი, ექსკურსიამძღოლი ელზა ზოდელავა ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდა ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას”.

Mona.ge-ს ავტორები პარტიები გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა არიან. პარტიებში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.

გარდა ამისა, პარტიებში აცხადებენ, რომ პლატფორმაზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც თავად გასცემენ ან თავად ასრულებენ უკანონო ბრძანებებს და გარდა ამისა, იმართებიან რუსული მეთოდებით.

ლიდერები ამბობენ, რომ ამ ადამიანთა პროფილებს შეარჩევს სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ეს სიები კი დიპლომატიურ მისიებს თუ საემიგრაციო სამსახურებს გადაეცემა.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...