მთავარისიახლეებისაზოგადოებამამას, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

Published on

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებებისა და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უწყება სასამართლო პროცესზე წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა და მისი თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობდა.

“გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული  გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს  მის წინააღმდეგ  გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა.   

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე- 4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა. 

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”. – წერია განცხადებაში.

სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა...

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი...