მთავარისიახლეებისაზოგადოებამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგების მორიგი ციკლი დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგების მორიგი ციკლი დაიწყო

Published on

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა  სასკოლო ქსელში ჩართული მასწავლებლებისთვის რიგით მეორე ტრეინინგი დაიწყო.

ტრეინინგი ერთი თვის განმავლობაში გასტანს და მოიცავს ეფექტური სასწავლო გარემოს, ორგანიზაციული კულტურის, პროფესიული ქცევისა და ეთიკის საკითხებს , ასევე მათ კავშირს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან. 

ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ტრეინინგი მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის შევსებაში და მისი თითეული კომპონენტის გააზრებაში დაეხმარება. 
"სასკოლო ქსელების პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდა და მასში 353 სკოლისგან შექმნილი 90 სასკოლო ქსელია გაერთიანებული. თითოეულ ქსელში, ტერიტორიული პრინციპით, ხუთამდე საჯარო სკოლაა გაერთიანებული და თითეული სკოლის 5 წარმომადგენელი: სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და 3 სხვადასხვა საგნის მასწავლებელი.

პროგრამა, რომლის ფარგლებში ტარდება ტრენინგი, მიზნად ისახავს სკოლების მიერ საჭიროებების დადგენას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებისა და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას  ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით  . 

სიახლეები

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...