მთავარისიახლეებიუკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სასარგებლოდ - სალივანის მიმართვა...

უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სასარგებლოდ – სალივანის მიმართვა კონგრესს

Published on

ჯეიკ სალივანის მიმართვა კონგრესს – ბაიდენის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ.

მისი განცხადებით ამ მოთხოვნის წინააღმდეგ ხმის მიცემა რუსეთის ფედერაციისთვის დახმარებას ნიშნავს. საუბარია უკრაინისთვის უსაფრთხოების გეგმების დასაფინანსებლად დამატებით 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციამ ოქტომებრში მიიღო.

„მიმაჩნია, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინის გამარჯვებას. ანუ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ. ეს უბრალოდ გარდაუვალი რეალობაა. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს; ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ისტორიის სწორი გაკვეთილი და რომ ყველა წევრმა, „დემოკრატმა“ და „რესპუბლიკელმა“, ხმა უნდა მისცეს ამ დაფინანსებას“, – აღნიშნა სალივანმა.

სიახლეები

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...

როგორც ვენსმა თქვა, “ოპონენტების გაჩუმებით, ციხეში ჩასმით მანდატს ვერ მოიპოვებთ”-დანიგანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი, 4 ივლისისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა...