მთავარისიახლეებიპოლიტიკა24 მოკვდა, 11 ჰოსპიტალიზებულია - სიმფეროპოლში რუსი სამხედროები გოგოებმა მოწამლეს

24 მოკვდა, 11 ჰოსპიტალიზებულია – სიმფეროპოლში რუსი სამხედროები გოგოებმა მოწამლეს

Published on

უკრაინულთან ერთად, უკვე რუსული ტელეგრამ-არხებიც აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში “დივერსანტმა გოგოებმა” სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები არაყითა და საკვებით მოწამლეს: 20-ზე მეტი ოკუპანტი დაიღუპა, 11 კი მძიმე მდგომარეობაში, ჰოსპიტალში იმყოფება.

ჭეშმარიტად ჰოლივუდური სცენარი ასე განვითარდა: სამხედრო ნაწილთან ორი ლამაზი გოგო მივიდა, მორიგეებს ადგილობრივებად გაეცნო და არაყის, თევზეულისა და ძეხვეულის გასინჯვა, მოწონების შემთხვევაში კი ყიდვა შესთავაზა, რასაც, ცხადია, რუსი ოკუპანტები ისე დათანხმდნენ, რომ სიფრთხილის ზომები საერთოდ დაივიწყეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ალკოჰოლსა და საკვებში დიდი დოზით სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერება იყო გარეული, მაგრამ როცა ეგ გაირკვა, გოგოებიც უკვე სამშვიდობოს იყვნენ და მოწამლვის საწინააღმდეგო ზომებმა ეფექტური შედეგი ვერ გამოიღო…

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...