მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტროსთან პედაგოგების პროტესტი გრძელდება

განათლების სამინისტროსთან პედაგოგების პროტესტი გრძელდება

Published on

მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მასწავლებლები განათლების სამინისტროსთან ღამეს ათენებენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება. მასწავლებლები ხელფასის ზრდასა და დირექტორის გარეშე დარჩენილ სკოლებში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნას ითხოვენ.

პედაგოგები არ გამორიცხავენ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავიდნენ და შიმშილობა დაიწყონ.

“ჩატარდა დირექტორობის კონკურსი და რამდენიმე ეტაპად წარიმართა, მეორე ეტაპზე დაბლოკეს გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, მესამე ეტაპზე უკვე შერჩეული სერტიფიცირებულები დაბლოკეს. ვითხოვთ, პასუხს განათლების მინისტრისგან. სიცივეში, ყინვაში, რომელი საათია, ვდგავართ და ადამიანს უნარი არ აღმოაჩნდა ჩვენთან შეხვედრის. ფორმასაც შევცვლით პროტესტის ორშაბათიდან, უკიდურეს ფორმაზე გადასვლასაც ვაპირებთ, ვნახოთ როგორი იქნება ეს უკიდურესი ფორმა და თუ ვინმეს აქ სიცოცხლის საფრთხე შეექმნება, მაგაზეც ესენი იქნებიან პასუხისმგებლები”, – ამბობს მასწავლებელი, დავით ფერაძე, რომელიც დირექტორობის კანდიდატიც იყო.

დირექტორობის კონკურსის მონაწილე, მასწავლებელი მაია ეკალაძე ამბობს, რომ ყოფილი კომისიის წევრები პირდაპირ აღიარებენ, რომ ჰქონდათ სია და ამ სიის მიხედვით ამბობდნენ კი-ს ან არა-ს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...