მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოვაჭრეები ბაზრის გარეთა პერიმეტრზე რჩებიან და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

გარემოვაჭრეები ბაზრის გარეთა პერიმეტრზე რჩებიან და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

Published on

გარემოვაჭრეებს დღეს ზუგდიდის მერი არ შეხვედრია, თუმცა გუბერნატორის „დანაბარების“ შემდეგ ლაშა გოგიას პოზიცია გარემოვაჭრეებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააცნო. დეპუტატის თქმით, მერი თანახმაა კომისიის შექმნაზე, თუმცა გარემოვაჭრეების მოთხოვნას, გარევაჭრობის დაშვებაზე არ თანხმდება.

 

ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოვაჭრეებმა გეზი ბაზრისკენ აიღეს და თავიანთ ტერიტორიებს დაუბრუნდნენ. ადგილზე მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია დახვდათ მობილეზებული, რასაც ხმაური მოყვა.

 

 

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ და მუშაობას გააგრძელებენ. ისინი ადგილზე რჩებიან, ზოგიერმა მათგანმა საქონელი გამოიტანა და ძირს დაყრა:“ აი ამ საქონლით მეუბნებიან „ალიანსის“ ბაზრობაზე შედიო, როგორ, რანაირად, 100 ლარის საქონელი რომ მაქვს ამითი შევიდე? წადით და ნახეთ რამდენი ლარის საქონელი აქვთ იქ, ჩვენ ჩვენი სავაჭრო საქონლით ამდენი თანხა როგორ გადავიხადოთ?“- აცხადებენ გარემოვაჭრეები და ტერიტორიაზე რჩებიან

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...