მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის მილიციის ვიცე-პოლკოვნიკი ამიდა მიდელაშვილი უკრაინელთა იერიშის დროს დაიჭრა

რუსეთის მილიციის ვიცე-პოლკოვნიკი ამიდა მიდელაშვილი უკრაინელთა იერიშის დროს დაიჭრა

Published on

ოკუპანტი ქვეყნის მილიციის ვიცე-პოლკოვნიკი ამიდა მიდელაშვილი, რომელიც ხერსონის ოლქში რუსეთის იუსტიციის სამინისტროდან იყო გადანაწილებული, იმ 18 დაჭრილ ძალოვანთა შორისაა, რომლებიც ხერსონის ოლქის ოკუპირებულ დასახლებაზე უკრაინელთა იერიშის დროს დაშავდნენ.

კონკრეტულად, დროებით ოკუპირებულ ხერსონის რაიონის სოფელ იუბილეინეში, უკრაინელებმა HIMARS-ის ზუსტი დარტყმით მილიციის შენობა გაანადგურეს, სადაც იმ წუთებში თათბირი მიმდინარეობდა. დაბომბვის დროს 5 ძალოვანი მოკვდა, 18-მა კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

39 წლის ამიდა მიდელაშვილი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო დაღუპულთა და დაჭრილთა შორის, მაგრამ თათბირს კიდევ ერთი ვიცე-პოლკოვნიკი – 44 წლის ტატიანა ტრომბოვეცკაია ესწრებოდა, რომელიც ასევე, დაიჭრა. დაჭრილთა შორის კიდევ ერთი ქალი – 46 წლის ლეიტენანტი ჟანა ხაბიროვაა. აფეთქების დროს, მინიმუმ, 5 სამსახურებრივი ავტომანქანაც დაზიანდა, შენობა, ფაქტობრივად, მიწასთანაა გასწორებული.

ცნობილია, რომ უკრაინის დაზვერვას თათბირის ჩატარების დრო და ადგილი ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში სერიოზული წარმატებით მოქმედმა პარტიზანებმა შეატყობინეს, ხოლო მონაცემების დამუშავებისა და ზუსტი ლოკაციის დადგენის შემდეგ ZSU-მ საქმეში HIMARS ჩართო.

დაღუპულთა და დაჭრილთა უმრავლესობა ადგილობრივი კოლაბორანტია, დანარჩენები კი გაორმაგებული და გასამმაგებული ხელფასებით ხერსონის ოლქში სამუშაოდ რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან წარგზავნილები.

მაგალითად, ამიდა მიდელაშვილის შესახებ ცნობილია, რომ ის იუბილეინეში ასტრახანიდან წარგზავნეს, როგორც გამოცდილი ხელმძღვანელი და, შესაბამისად, ჩვეულებრივზე სამჯერ მეტ ხელფასს უხდიდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მას ანაზღაურების დიდი ნაწილის გადახდა გასართობი საღამოებისთვის კი არა, მედიკამენტებში მოუწევს, მის ხუთ კოლეგას კი “საიქიო-არენაზე”, იოსებ კობზონის კონცერტზე მოსახვედრად, შესაძლოა, გადამყიდველების დახმარებაც დასჭირდეთ, რადგან სალაროებში ბილეთები, კარგა ხანია, აღარ იყიდება…

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...