მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე და რკინიგზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე და რკინიგზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

Published on

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება რკინიგზას,ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო , დროებითი შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს, პრობლემა გვარდება.  
 
”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად. 
 ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
 
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, მოძრაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მგზავრებმა გაავრცელეს.  მატარებელი ხაშურთან იყო  გაჩერებული. მათივე ინფორმაციით, ასევე ხაშურის ტერიტორიაზე იყო  გაჩერებული საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მატარებელიც.

 

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...