მთავარისიახლეებიუკრაინახატია დეკანოიძე ურაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა

ხატია დეკანოიძე ურაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა

Published on

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი და საქართველოს პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა. ხატია დეკანოიძე ამ პოსტზე უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა წარადგინა. დეკანოიძის კანდიდატურა უკვე დაამტკიცა უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა. 

"ჩემი მრჩეველი და ერთ ერთი საუკეთესო კადრი რეფორმების გუნდში და ახლა უკვე ეროვნული პოლიციის უფროსი. ახლახანს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ჩემი შეთავაზება, მოხარული ვარ. უკომპრომისო რეფორმები ხატიასთან ერთად ინტენსიურად გაგრძელდება  "-  წერს უკრაინის შს მინისტრი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე. 

ხატია დეკანოიძე უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრის ამსახველი ფოტომასლა, უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგელკომ TWITTER- ზე გაავრცელა. 

 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...