მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანს სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

თეა წულუკიანს სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

Published on

არასამთავრობო სექტორი თეა წულუკიანის წინააღმდეგ – იუსტიციის მინისტრის სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
 
სამი ინსტანციის, მათ შორის, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეა წულუკიანს დაქვემდებარებული უწყების ბრძანება თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ უკანონოდ სცნო, თუმცა, იუსტიციის მინისტრი, ძალაში შესულ განჩინებებს არ ემორჩილება.
 
რუსთავი 2 – ისთვის მიცემულ ინტერვიუში   იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები  ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე საუბრობენ იმაზე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
„რქებით გვიწევდა ყოველდღიურად ბრძოლის რეჟიმში ყოფნა, რომ საქმეები ბოლომდე მიგვეყვანა და არ გაჩერებულიყო. ჩვენ ვიყავით არასასურველი თანამშრომლები, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით კონფორმისტები, არ ვუქნევდით თავს ყველა გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ანა სუბელიანმა.
 
 თამაზ ახობაძის თქმით, მათ მიერ წარმოებულ პროექტებს მხარდაჭერა არ ჰქონია, რადგან, უწყებაში იყო განწყობა, თითქოს, წინა ხელისუფლების დროს დასაქმებულები იყვნენ.
„მოხდა ისე, რომ დასაქმდა „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი ჩვენთან კონკურსგარეშე, ამის შემდეგ იყო , რომ ყოფილი დირექტორი  გაათავისუფლეს,  ჩვენი  აზრით, უსამართლოდ. ის რომ ჩვენ ვაპროტესტებდით ამას ,  ქალბატონი მინისტრისთვის  იყო რაღაც მესიჯი, რომ ჩვენ  ამას იმიტომ კი არ ვაპროტესტებთ, რომ  უსამართლოდ მივიჩნევთ,  არამედ  იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძველი მთავრობის დროს დასაქმებულები და მათ საქმეს ვაკეთებთ,“ .
 
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე საშიშ ტენდენციაზე საუბრობს – იგი აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას. 
„ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანო ნებაყოფლობით არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის საშიში ტენდენცია და არის შეტყობინება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ თუკი ის უწყება, რომელიც პირდაპირ არის ვალდებული იცავდეს კანონს და პირველ რიგში, არის მოწოდებული, რომ სამართლიანობას უზრუნველყოფდეს ქვეყანაში, თუკი ეს უწყება ვერ უზრუნველყოფს და არ უზრუნველყოფს სამართლიანობას, ეს არის შეტყობინება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომ მათ შეუძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულონ,“ – აცხადებს სულხან სალაძე.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...