მთავარისიახლეებისაზოგადოება4 თვეში "ოცნებას" 1,238,000 ლარი შესწირეს - TI

4 თვეში “ოცნებას” 1,238,000 ლარი შესწირეს – TI

Published on

2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით “ქართულ ოცნებას 1,238,000 ლარი შესწირეს. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს.

TI-ის ცნობით, პარტიული შემოწირულებებისა და შემომწირველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოკვეთილი ტენდენციებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს “ქართული ოცნების” შემომწირველები, რომელთა ნახევარზე მეტი ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირები არიან.

ორგანიზაციის ცნობით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალი წელია სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სუბსიდიებს, შეღავათიან სესხებს თუ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს იღებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თქმით, შემოწირულებების ნაწილი აჩენს ეჭვს, რომ ის ფიქტიური დონორების მეშვეობით არის განხორციელებული, რაც კანონის დარღვევაა.

“შემომწირველებთან დაკავშირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2013 წლიდან 4 მილიონზე მეტი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2013-2021 წლებში კი 14 მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტები, ხოლო 2021-2022 წლებში 17 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია” – წერია კვლევაში.

“მრავალმილიონიანი სუბსიდიების ფონზე შემომწირველებთან დაკავშირებული სულ მცირე სამი კომპანია, “ასკანელი ძმები”, “წინანდლის ძველი მარანი” და “ქართული ღვინის სახლი” 2022 წელს იმ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს რუსეთში ექსპორტზე”, – წერს TI და ვარაუდობს, რომ “ოცნების” შემომწირველთა ნაწილი “პარტიას არა საკუთარ თანხებს, არამედ მათი დამსაქმებელი კომპანიების თანხებს წირავენ.

ირკვევა, რომ სს „სარაჯიშვილის“ მთავარმა ბუღალტერმა, გიორგი ბუბუტეიშვილმა
“ქართულ ოცნებას” 15,000 ლარი შეწირა, ამავე კომპანიის მთავარმა ტექნოლოგმა, დავით აბზიანიძემ მმართველ პარტია 35,000 ლარი შეწირა. 30,000 ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” ღვინის კომპანია „ფალავანის“ მთავარმა მეღვინემ, ირაკლი ნანეიშვილმა”.

საბოლოო ჯამში 2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1,901,299 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც ოთხჯერ აღემატება წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს (453,336₾). პარტიული შემოწირულებების 65% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...