მთავარისიახლეებისირცხვილია: 15 და 17 ნოემბერს ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესებია, მხარდაჭერა დარბაზში გავაგონოთ

სირცხვილია: 15 და 17 ნოემბერს ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესებია, მხარდაჭერა დარბაზში გავაგონოთ

Published on

მოძრაობა “სირცხვილია” მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 15 და 17 ნოემბერს, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესებია და მას მხარდაჭერა სასამართლო დარბაზში გამოუცხადონ.

მოძრაობა ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის იმედისა და გამძლეობის მაგალითი:

“15 და 17 ნოემბერს ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესები გაიმართება. ლაზარე ხელისუფლების შურისძიების სამიზნეა და ჩვენ შეგვიძლია, რომ მას ჩვენი მხარდაჭერა სასამართლოს დარბაზში გავაგონოთ.

ლაზარე გრიგორიადისი არის იმედისა და გამძლეობის მაგალითი, რომელიც განასახიერებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ. მისი ბრძოლა საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური შეუპოვრობის სიმბოლოა. ყველა იმ ადამიანისა, რომელიც მტკიცედ იბრძოდა და იბრძვის საქართველოში რუსული გავლენის წინააღმდეგ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ამ გზაზე მიღწეული ნებისმიერი წარმატება საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგია. ეს ბრძოლა არასდროს იყო მარტივი და ყოველ გამარჯვებას საკუთარი ფასი ჰქონდა. ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს, რომელიც პატივს სცემს თითოელი მოქალაქის გაღებულ ძალისხმევასა და მსხვერპლს.

მხარი დავუჭიროთ ლაზარეს 15 და 17 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...