მთავარისიახლეებიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ზამთრისთვის ემზადება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ზამთრისთვის ემზადება

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, შესაძლოა, თავდასხმების რაოდენობა გაზარდოს და უკრაინამ ყურადღება ტერორისტებისგან დაცვასა და მათზე რეაგირებაზე უნდა გაამახვილოს.

„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა შესაძლოა გაზარდოს თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და აქ, უკრაინაში, მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული დაცვაზე, ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, ყველაფერზე, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია იმისთვის, რომ გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადალახვა და ჩვენი ჯარისკაცების შესაძლებლობები გაზარდოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვაში დაეხმარა.

„ეს არის სხვადასხვა ქვეყნები: შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, რუმინეთი, ეს არის შვედეთი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და სხვა. “პეტრიოტები”, “ნასამსები”, “აირისები” და სხვა სისტემები. ახლა ყველაფერზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ უკრაინის საჰაერო ფარი უკვე უფრო ძლიერია ვიდრე შარშან. არსებობს. უკვე სხვა შესაძლებლობებია, მაგრამ სამწუხაროდ, მთელი ტერიტორიის სრული დაცვა ვერ ხდება და ვმუშაობთ, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...